ბათუმში, ქუჩების, ტროტუარების, კლინიკებისა და ჰიპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავების პროცესი გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, გარდა ცენტრალური ქუჩებისა, მოირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა წერეთლის ქუჩას, ,,ბათუმი პლაზის" მიმდებარე ტერიტორიას, ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთს ბაგრატიონიდან ორბელიანის ქუჩამდე, პუშკინის, მელიქიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩებს.

„სპეციალური ხსნარებით დამუშავდა აღნიშნულ ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ჰიპერმარკეტებისა და ჰოსპიტლების ეზოები და მიმდებარე ტერიტორიები.

სადეზინფექციო სამუშაოები, ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა განახორციელეს.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს ჩაუტარდა.

სპეციალური ხსნარით ირეცხება როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, დეზინფექცია უტარდება ნაგავშემკრებ კონტეინერებს“, - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა