ევროკავშირი კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500 მილიარდიან პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500-მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა აღნიშნულ შეთანხხმებას მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ დახმარების პაკეტი იმაზე გაცილებით მცირე მოცულობისაა, რისი რეკომენდაციაც ევროკავშირის ქვეყნებს „ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მისცა“, რომელიც მიიჩნევს, რომ ბლოკს კრიზისის დასაძლევად 1,5 ტრილიონი ევრო დასჭირდება.

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა მიღწეული შეთანხმება ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ გეგმად შეაფასა.

იხილეთ ვიდეო: ევროკავშირი კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500 მილიარდიან პაკეტზე შეთანხმდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა