ამ დროისთვის სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე უარი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა.

როგორც დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 8 აპრილიდან დღემდე 1000-ზე მეტმა მოქალაქემ უარი დაახლოებით 3000-მდე კომუნალური სერვისის დაფინანსებაზე თქვა, რაც მოიცავს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მოსაკრებელს.

„სურვილის შემთხვევაში უარის თქმა მოქალაქეებს სემეკის ვებგვერდზე მარტივი ფორმის შევსებით შეუძლიათ. მარტის თვის მოხმარების სუბსიდირებაზე უარის თქმის შესაძლებლობა ხვალ, დღის ბოლომდეა. ეს დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს“, - აღნიშნავს ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.

დეტალური ინფორმაცია სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.gnerc.org/ge/covid-19

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა