სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინიტრაციიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობის, მუნიციპალიტეტების დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს. სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქებში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

























