,,ბათუმის წყალმა'' სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

,,ბათუმის წყალმა'' აქციის ფარგლებში ,,ისინი მარტო არ არიან'' სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. ამის შესახებ, ,,ინტერპრესნიუსს'' ,,ბათუმის წყლის'' პრესსამსახურიდან აცნობეს.
აქცია პანდემიის პირობებში ბათუმში და ხელვაჩაურში სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით განხორციელდა.
,,მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ დროს სოციალურად დაუცველი ოჯახების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია. აქცია გრძელდება და გვიხარია, რომ ამ ადამიანების ყოფა მცირედით მაინც შევამსუბუქეთ", - აცხადებს ,,ბათუმის წყლის'' გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე.

























