ქუთაისში, ე.წ. ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში, ე.წ. ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცენტრის დირექტორის არჩილ მუკბანიანის განცხადებით, მამაკაცმა, ვირუსის სიმპტომებით ცენტრს გუშინ მიმართა, მას ანალიზი აუღეს და პასუხი დადებითია. ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. ამ დროისთვის კონტაქტებს ადგენენ.
ე.წ. ცხელების ცენტრში 9 პაციენტის ანალიზი აიღეს, მათგან 8 უარყოფითი, 1 კი დადებითია.

























