ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში-გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი საკარანტინე რეჟიმის აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში-გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი საკარანტინე რეჟიმის აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა დღეეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები წესდება.

„დღეისათვის უკვე არის 252 შემთხვევა და ამასთან რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთხვევებში ფართო წრე იყო კონტაქტებისა და შესაბამისად, ჩვენ გვიწევს მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები წესდება. გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობით დადგენილია, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და ასევე თავდაცვის ძალები. მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი საჭიროებენ პროდუქტის შეძენას, მედიკამენტის შეძენას ან სამედიცინო მომსახურების მიღებას. მათ ექნებათ უფლება განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი. მუნიციპალიტეტთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს საოპერაციო შტაბი და ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

იხილეთ ვიდეო: ქობულეთის რამდენიმე რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალური შეზღუდვები წესდება

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
"პარვუს ჯგუფი" ოზურგეთის ინტერნეტიზაციის შესახებ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება (R)
ბათუმში დიჯიტალ ტვ-ის ოფისი გაიხსნა