თორნიკე რიჟვაძე - გადაწყვეტილებებს კონკრეტული სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე ვიღებთ

თორნიკე რიჟვაძე - გადაწყვეტილებებს კონკრეტული სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე ვიღებთ

აჭარაში ოპოზიციის წევრები ადგილობრივ მთავრობას უუნარობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას კორონავირუსის პრევენციისთვის კონტროლი დროულად უნდა გაემკაცრებინა. მათ მიაჩნიათ, რომ დაგვიანებულმა რეაგირებამ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაზარდა.

ოპოზიციის ბრალდებას, თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა.

მისი განმარტებით, ოპოზიცია ეპიდრისკებს ვერ იაზრებს.

"ჩვენ გადაწყვეტილებებს კონკრეტული სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე ვიღებთ. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით ეპიდემიოლოგიურ დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ, ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს გადაწყვეტილება ემოციურად მივიღოთ. ოპოზიცია საერთოდ ეპიდრისკის გააზრებაში, არ არის. ამიტომ ამ ნაწილში გავაგრძელებთ ისევე როგორც მოვუსმენთ, დარგის სპეციალისტებს",- განაცხადა მან

ცნობისთვის, ქობულეთში კორონა ვირუსის პრევენციისთვის ოთხ სოფელში კარანტინი დაწესდა.