აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი არის მძიმედ, ორი ადამიანი გამოჯანმრთელების ეტაპს ელოდება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი არის მძიმედ, ორი ადამიანი გამოჯანმრთელების ეტაპს ელოდება

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კლინიკაში მოთავსებული, სხვა ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ორი მათგანი, სავარაუდოდ, კლინიკას დატოვებს.

"ერთი პაციენტი რომელიც 10 დღეზე მეტია კლინიკაში მკურნალობს არის მძიმედ, სხვა შემთხვევებში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნაკლები სიმძიმისაა. ორი ადამიანი გამოჯანმრთელების ეტაპს ელოდება. ქობულეთის კლასტერთან ურთიერთობაში გამოკვეთილი 203 პირი თვითიზოლაციასა და საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. ისინი მკაცრი მონიტორინგის რეჟიმში იმყოფებიან.

კორონავირუსის პრევენციისთვის ჯანდაცვის სექტორში არაერთხელ ჩატარდა, მედდების გადამზადება. ერთ-ერთი მოლოდინი სკრინინგი იყო, სწორედ გადამზადებული მედიკოსები ამ სოფლებში აქტიურ სკრინინგს ახორციელებენ.

ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით, ამ სოფლების შემდეგ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში გადავალთ, მოსახლეობის დიდი ნაწილი იცავს წესებს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილნენ წესებს და გახდნენ კლასტერი. ინფიცირებულების მისაღებად აჭარა მზად არის და არის ამის რესურსიც ნებისმიერ ინფექციასთან დაკავშირებით, მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება კლინიკებში, რათა ინფექციის გადაცემა არ ხდებოდეს. კლინიკებისგან ვითხოვეთ წესების მკაცრი დაცვა",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ცნობისთვის, ქობულეთის ოთხ სოფელში კარანტინი დაწესდა. ინფექციის გავრცელების მიზნით. აჭარაში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული.