პატრიარქი კირილი -  მოდით, სახლებში ძლიერ ვილოცოთ, გავატაროთ დრო ტელევიზორთან, როდესაც საღვთისმსახურო ტრანსლაცია იქნება

ლოცვა და პირდაპირ ეთერში ღვთისმსახურების ყურება დაეხმარება მორწმუნეებს იძულებითი მწუხარების დღეები გადაიტანონ და ეს მოუტანს მათ თავის სისუსტეებსა და ვნებებზე გამარჯვების სიხარულს. ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

„საკუთარ სახლებში, მოდით, ძლიერ ვილოცოთ, გავატაროთ დრო ტელევიზორთან, როდესაც საღვთისმსახურო ტრანსლაცია იქნება“, - განაცხადა პატრიარქმა. მანვე მრევლს მოუწოდა, ილოცონ ახლობლებზე, ქვეყანაზე მთელ მსოფლიოზე. ასევე, ილოცონ საკუთარი თავისთვის.

„რათა ღმერთმა კეთილგონიერება მოგვცეს, შეგვეწიოს ცხოვრებიუსეულ ცდუნებათა დაძლევაში, შეგვაცნობინოს, რაოდენ მნიშვნელოვანია მათთან ერთად ყოფნა სიხარულსა და მწუხარებაში. დარწმუნებული ვარ, თუკი იძულებითი მწუხარების დღეებს ასე გადავიტანთ, ეს დღეები აღარ იქნება მწუხარების და საკუთარი თავის, სისუსტეებისა და ვნებების დაძლევის უდიდეს სიხარულს მოგვიტანს და დაგვეხმარება უფლისკენ სწრაფვის მაცხოვნებელ პერსპექტივაში“, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

შაბათს, რუსეთის საპატრიარქომ, ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის მოთხოვნით, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის სასულიერო პირებს ურჩია, 13-დან 19 აპრილამდე ღვთისმსახურებები მრევლის დაუსწრებლად ჩაატარონ. მსახურებებზე დასწრება სასულიერო პირებთან ერთად შეეძლებათ პირებს, რომელთა დასწრება აუცილებელია ღვთისმსახურებისა და საკულტო შენობების ფუნქციონირებისთვის, ასევე მათთვის, ვინც უნდა განახორციელოს საღვთისმსახურო პირდაპირი ეთერის ტრანსლირება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს