რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებული - 2 ადამიანის ანალიზია გაგზავნილი ტესტირებაზე, თუმცა მათ შემხებლობა დავირუსებულ პირებთან არ ჰქონიათ

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებული - 2 ადამიანის ანალიზია გაგზავნილი ტესტირებაზე, თუმცა მათ შემხებლობა დავირუსებულ პირებთან არ ჰქონიათ

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ამჟამად სვანეთში მშვიდი ვითარებაა და დილიდან მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, რომელიც 5000-მდე ადამიანს ჩაუტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს ტესტირებისთვის 2 პიროვნების ანალიზები გაიგზავნა.

„გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები, პროდუქტების მომარაგებაში შეფერხება არ გვაქვს, პირბადეები თვითღირებულების ფასად გაიყიდება აფთიაქში. მოსახლეები ინარჩუნებენ თვითიზოლაციას. 2 ადამიანის ანალიზია გაგზავნილი, თუმცა შემხებლობა დავირუსებულ პიროვნებებთან არ ჰქონიათ. სპეციალისტები წყაროს არ ადასტურებენ, რეგიონში ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წარმომადგენელია“, - აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ლენტეხში მკაცრი საკარატინო ზონა არის გამოცხადებული. რეგიონში შეზღუდვები მას შემდეგ დაწესდა, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-მდე გაზარდა.