გურიის გუბერნატორი - მოსახლეობის თერმოსკრინინგი დავასრულეთ, არც ერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა მაღალი ტემპერატურა

გურიის გუბერნატორი - მოსახლეობის თერმოსკრინინგი დავასრულეთ, არც ერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა მაღალი ტემპერატურა

დავასრულეთ მოსახლეობის თერმოსკრინინგი. საბედნიეროდ არც ერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა მაღალი ტემპერატურა, - ამის შესახებ გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ დაბა ნასაკირალში თერმოსკრინინგთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია ჯგუფები ექიმებისა და მოხალისეების მონაწილეობით, რომლებიც რეაგირებას მოახდენენ.

„თუ საჭიროება იქნება, რომ რომელიმე სოფელი გადამოწმდეს, რეაგირება იქნება მყისიერი. მობილიზებული გვყავს შესაბამისი ჯგუფები, სადაც მონაწილეობენ როგორც ექიმები, ასევე, მოხალისეები. ჩართულია პოლიციის ადგილობრივი შემადგენლობა, რომლებიც აქტიურად არიან ამ პროცესის თანამონაწილენი,“ - განაცხადა ნარსიამ.