ხონის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ხონის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ქალაქ ხონში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების 17 ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.