ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაისის ბოლომდე ჩინეთიდან 1 900 000 ლარამდე ღირებულების 2 მილიონ პირბადეს შეიძენენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, საქართველომ მაისის ბოლომდე ჩინეთიდან 1 900 000 ლარამდე ღირებულების 2 მილიონი პირბადე უნდა შეიძინოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა, პირადეები არის ერთჯერადი, ქირურგიული, რომლის ნაწილიც უკვე შეძენილია. მათი ფასი კი ადგილობრივი წარმოების მრავალჯერადი გამოყენების პირბადესთან შედარებით ოდნავ დაბალია.

წოწკოლაურის თქმით, პირბადეებს ქვეყანაში ორი მომწოდებელი შემოიტანს, ერთი ქართული, მეორე კი ადგილობრივი, ჩინური კომპანია.

„ჩვენ როცა პირბადეების შესყიდვა დავიწყეთ, ეს იყო 26 მარტს, დავდეთ ხელშეკრულება ამ პირბადეების შესყიდვაზე. ეს ის ფირმა არ არის, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს კუთხით კერავს პირბადეებს. ეს იყო სხვა ქართული მომწოდებელი, რომლისგანაც უნდა გვეყიდა 500 ათასი ცალი პირბადე. მაგრამ შემდგომ გამოჩნდა ახალი შემომტანი უცხოეთიდან, რომელმაც შემოგვთავაზა უკვე ქირურგიური ერთჯერადი პირბადე და იქიდან გამომდინარე, რომ ვართ ორიენტირებული სამედიცინო სფეროზე და სამედიცინო კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ერთჯერადი ქირურგიული პირბადეები, კონტრაქტი შევცვალეთ. ჯამში ხელშეკრულება დაკორექტირდა 100 ათას ცალზე. ამ კომპანიასთან კომუნიკაცია 30 მარტსვე გვქონდა ხელშეკრულების კორექტირებაზე, თუმცა ეს 4 აპრილს გაფორმდა. უცხოური მომწოდებლისგან პირბადეების ნაწილი უკვე მივიღეთ. ფასი ოდნავ დაბალია, დაახლოებით 5-7 დოლარის ცენტით ნაკლები. ქართული პირბადეები მრავალჯერადია, ეს ქირურგიული პირბადეები არის ერთჯერადი. სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენთვის უპრიანი იყო გვქონოდა ქირურგიური პირბადეები. ქართულ პირბადეებს გარეცხვა სჭირდება და მედპერსონალისთვის არაკომფორტულია. როცა ქართულ კომპანიასთან დავდეთ ხელშეკრულება 500 ათას ცალ პირბადეზე, იმ პერიოდში ფიზიკურად არ არსებობდა ქირურგური პირბადეების მომწოდებელი. ხელშეკრულების დაკორექტირება არ ნიშნავს, რომ დაწუნებულია ის პირბადეები, პირიქით ეს არის მრავალჯერადი, ის არის ერთჯერადი. უბრალოდ ჩვენ მიზნები არის სამედიცინო მიზნები და მედპერსონალისთვის უფრო მეტად საჭიროა ერთჯერადი პირბადეები," - განაცხადა წოწკოლაურმა.

მისივე თქმით, 2 მილიონი პირბადის საჭიროება არის გათვლილი მაისის ბოლომდე მარაგების შესავსებად.

„ეს არის პირველი ტალღის გეგმა და შესაბამისად, თუ ეპიდსიტუაცია დაიძაბა შესყიდვების გეგმაც აყვება ეპიდსიტუაციას. 2 მილიონი პირბადის შესყიდვისთვის საჭირო 1 900 000 ლარამდე არის დღგ-სა და ტრანსპორტირების ჩათვლით ფასი," - განაცხადა წოწკოლაურმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ქართულ კომპანია შპს "ქართულ ტექსტილთან" 500 ათასი პირბადის 570 ათას ლარად შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 26 მარტს დადო, მოგვიანებით კი მოთხოვნილი ოდენობა შეამცირა და 500 ათასი პირბადის ნაცვლად 100 ათასი პირბადის 114 ათას ლარად შესყიდვა გადაწყვიტა.

იხილეთ ვიდეო: საქართველო აშშ-დან 2000 ერთეულ მაღალი სწრაფი ტესტების კომპლექტს მიიღებს, ხოლო ჩინეთიდან 2 მილიონ პირბადეს შეიძენს

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს