კელი დეგნანი - აშშ საქართველოს 2 000 მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია”, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა კრიზისის მართვისა და კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების კუთხით.

აშშ-ის ელჩის ინფორმაციით, საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას გეგმავს.

„დღეს, როდესაც კოვიდ 19-ის პანდემიის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი მოქნილი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. კოვიდ 19-ით გამოწვეული საგანგებო ვითარებისას, ნათლად ვხედავთ ამ სექტორში ჩვენი მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს. ამერიკის მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), რომელიც აგრძელებს ფართო სექტორის დახმარების პროგრამების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის განვითარების, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, ახლახან გამოაცხადა 1,1 მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა კოვიდ 19-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად.

საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა. აშშ-ს დავაადებათა კონტროლის ცენტრები, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან პარტნიორობით, მნიშვნელოვან სამუშაოს ახორციელებს. მათი საქმიანობა ხელს უწყობს კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირების შესაძლებლობის განვითარებას ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში”, - განაცხადა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს