გუბერნატორის განცხადებით, ხიდისყურში ჩატარებული თერმოსკრინინგით, სოფლის არც ერთ მოსახლეს რაიმე საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება

გუბერნატორის განცხადებით, ხიდისყურში ჩატარებული თერმოსკრინინგით, სოფლის არც ერთ მოსახლეს რაიმე საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება

შიდა ქართლის გუბერნატორის გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ორი დადასტურებული შემთხვევაა,სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

,,ამ დროისთვის, ხიდისყურში სრულად ჩატარდა თერმოსკრინინგი, სოფლის არც ერთ მოსახლეს რაიმე საეჭვო სიმპტომი ან გართულება არ აღენიშნება, შესაბამისად, სრულად კონტროლირებადია სიტუაცია. ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი სოფლის თითოეული მოსახლის ნებისმიერი საჭიროება, უკვე დაწყებულია ეს პროცესი და ამ საჭიროებებზე დროულად მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გუშინ დაწესდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

იხილეთ ვიდეო: ხიდისყურში ჩატარებული თერმოსკრინინგით, სოფლის არც ერთ მოსახლეს რაიმე საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება