წყალმომარაგების კომპანიამ დუშეთში, ტაბიძის ქუჩის წყალარინების სისტემის მოწყობა დაასრულა

წყალმომარაგების კომპანიამ დუშეთში, ტაბიძის ქუჩის წყალარინების სისტემის მოწყობა დაასრულა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დუშეთში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ათეულობით ოჯახი გამართული საკანალიზაციო ქსელით უკვე სარგებლობს.

„აღნიშნულ ქუჩაზე წლების განმავლობაში არ არსებობდა ცენტრალური წყალარინების სისტემა, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. სამუშაოების ფარგლებში რამდენიმე კილომეტრიან მონაკვეთზე ცენტრალური ქსელი გაკეთდა, ამორტიზებული სისტემები ახლით ჩანაცვლდა და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში უსაფრთხოების წესის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს“, - ნათქვამია ინორმაციაში