სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინდივიდუალური დაცვის პლასტიკური ნიღბები მზადდება

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ამზადებს.

დამცავი ფარი მრავალჯერადი გამოყენებისაა და სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ლოჯისტიკის სარდლობის წარმომადგენლები ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ყველა წესის დაცვით ამზადებენ.

„დამცავი ფარების დამზადების პროცესს ქვედანაყოფის ხელმძღვანელები აკვირდებიან, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ პერსონალის მიერ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას.

ლოჯისტიკის სარდლობამ ინდივიდუალური დაცვის პლასტიკური ნიღბების დამზადება 17 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე 2500 ერთეული დამცავი ფარი დაამზადა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალური ნიღბებით ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით მომარაგდებიან“, - აცხადებენ სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა