ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზასთან ხანძარია - ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა

ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზასთან ხანძარია - ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა

ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზასთან ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ადგილზე ქობულეთისა და ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. ხანძრის ლოკალიზებას 40 მეხანძრე ცდილობს. ცეცხლის გავრცელებას ქარი ხელს უწყობს.