სოფელ მელეში მცხოვრებ ყველა ოჯახს მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძისგან სასურსათო ნობათი გადაეცა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, სოფელ მელეში იმყოფებოდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო ნობათი გადასცა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა ამ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი ჯანმრთელობა ერთმანეთის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ადამიანების პასუხისმგებლობა ამ პრობლემის წინაშე ძალზედ მაღალია. ითვალისწინებენ სახელწიფოს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას და მაქსიმალურად იცავენ იზოლაციის წესებს “, - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

























