ირაკლი ხახუბიამ ფოთში 400-მდე ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათა გადასცა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ბიუროს ორგანიზებით ფოთში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათა გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სასურსათო კალათა მიიღეს მარტოხელა მშობლებმა, ობოლმა ბავშვებმა , 18 წლამდე შშმ პირებმა, ასევე 80 წელს ზემოთ მყოფმა კულტურის, სამედიცინო სფეროს მუშაკებმა და პედაგოგება.

„ხელისუფლება, ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის შესაჩერებლად. ამ რთულ პროცესში სოციალური პასუხისმგებლობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ფოთში ასობით ადამიანს მივაწოდეთ სასურსათო კალათა და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მთავარი ახლა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა - გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში“ , - განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარი, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარს გადარიცხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა