ირაკლი ღარიბაშვილი სააღდგომო ლიტურგიაზე - საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლაც ოქროს შუალედია

ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საპატრიარქომ თავად მოუწოდა მოსახლეობას ნაკლებად ხალხმრავალი შეკრებისაკენ. თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების თაობაზე საპატრიარქოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ოქროს შუალედს უწოდებს.

„ფორმასა და მასშტაბებზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, რაც საპატრიარქომ მიიღო, არის მართლაც ოქროს შუალედი. კონსულტაციებში სახელმწიფოც იყო ჩართული. ჩვენ გვესმის, რომ ხალხმრავალ შეკრებებს რისკები ახლავს. მე პირადად რაც მოვისმინე, განცხადებაში იკითხება, რომ პრაქტიკულად ეკლესია და საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, რომ იქ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. დისციპლინაც იქნება დაცული, მთავრობაც დაეხმარება მაქსიმალურად. რაც შეიძლება ნაკლები მრევლი მივა ეკლესიებში. ასე გავიგე მე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს