მეუფე გრიგოლი - ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც მონდობილია ეკლესიაზე - როცა ასეთი საფრთხის წინაშეა თითოეული, არ შეიძლება არ დავუჯეროთ სპეციალისტებს

თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფის შეფასებით, საფრთხე რეალურია.

„რეალობა ძალიან დამაფიქრებელია. ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი მწვანე ფორმიანი ადამიანებისა, რომლებიც ნიჩბებით და ხელკეტებით იყვნენ მომართულები და ამ დროს მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია და აი, ამ სიტყვებით მიმართა. შესაძლოა, სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხეს, ნუ , რაც მოყვა ამას ეს ჩვენ ვიცით, დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ პაატა იმნაძისგან, საფრთხე რეალურია. დღეს უკვე ჩვენს თვალწინ არის ცოცხალი მაგალითები მთელ მსოფლიოში, როცა არის უდიდესი მსხვერპლი. მრავალი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია და საფრთხის ქვეშ არიან, მავანნი კიდევ მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აი, ამ ფონზე ჩვენ გვესმის საფრთხე რეალურია, თან გეტყვით ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე. ეს მსმენელი, ანუ ამის მიმღები და გამგონი, რა თქმა უნდა, ადრესატი ამის არის თითოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზე არის პასუხისმგებელი და რა თქმა უნდა, მათ შორის ეკლესიაც. ამ რეალობას და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერსად ვერ წაუვალთ ,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მიტროპოლიტის თქმით, საპატრიარქოში არ არის ისეთი ორგანო, რომელიც კრიზისის პირობებში პასუხისმგებლობას აიღებს. მისივე განცახადებით, მთელი პასუხისმგებლობა მრევლს დაეკისრა.

„ასეთი ორგანო საპატრიარქოში არ არსებობს, რომელიც ამ კრიზისის პირობებში პასუხისმგებლობას აიღებდა. ასეთი როგორც ადრე გითხარით არის წმინდა სინოდი, რომელიც გაიმართა ადრე და მიიღო გადაწყვეტილება რაც მიიღო და მას შემდეგ უკვე ჩვენ რამოდენიმე განცხადება მოვისმინეთ, საზოგადოებამ მოისმინა, თუმცა ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები და რეკომენდაცია რა თქმა უნდა, დიდად განსხვავდება კურთხევისგან. საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც ისეა მონდობილი ეკლესიაზე, როგორც ჩვილი დედის მკერდზე. ეს ხალხი არის მრევლი, რომლებიც იმედის თვალით შეგყურებს და ელის შენგან მაცხონებელ სიტყვას. ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული და არ შეიძლება ჩვენ არ დავუჯეროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან. ის პროცესი, ის განვითარება ამ მოვლენებისა , მათ უწყიან, ისინი ხედავენ ამას, როგორც თქვენ მე მხედავთ და მე გხედავთ. ძალიან მიმძიმს საუბარი ამ თემაზე,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

იხილეთ ვიდეო: ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა მრევლს, როცა ასეთი საფრთხეა, არ შეიძლება არ დავუჯეროთ სპეციალისტებს - მეუფე გრიგოლი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა