ირაკლი სესიაშვილი - ხელისუფლებამ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია აწარმოა საპატრიარქოსთან და მათ შორის მიღწეული შეთანხმება არის „ოქროს შუალედი“

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება არის „ოქროს შუალედი“, რაც შეიძლებოდა ამ მხრივ გაკეთებულიყო. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უწევთ მრევლის ინტერესების გათვალისწინებაც, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ ვალდებულება, რომ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდონ.

„ძალიან ძნელია ეს ვითარება, როცა ქვეყანაში ვებრძვით პანდემიას და სახელმწიფო ცდილობს, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე გადაარჩინოს, მეორე მხრივ, გვაქვს უდიდესი სულიერი დღესასწაული - აღდგომა. ტრადიციულად, საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე დღესასწაული, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ და პრინციპულად თქვა, რომ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია, წესი უნდა იყოს დაცული, სამწუხაროდ, გვიწევს მათ შორის, ჩვენი დედა ეკლესიის მრევლის ინტერესების გათვალისწინება. ყველაზე სწორი იყო ის, რომ ხელისუფლებამ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია აწარმოა საპატრიარქოსთან და ის შეთანხმება, რაც არის მიღწეული, ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად არის ოქროს შუალედი. თუმცა ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვაქვს ჩვენი ვალდებულება, რომ მოვუწოდოთ თითოეული მოქალაქეს, დარჩნენ სახლში, ამ პანდემიის საფრთხეები ძალიან სერიოზულია, რაზეც ჩვენმა ღირსეულმა ეპიდემიოლოგებმა გუშინაც, დღესაც ძალიან მკაფიოდ ისაუბრეს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეკომენდაიცები, რასაც მედიკოსები და ხლეისუფლება გვთავაზობენ,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს