ქვემო ქართლში რწმუნებული - სოფელი სავანეთი უკვე ლოკალურად კარანტინშია

ქვემო ქართლში რწმუნებული - სოფელი სავანეთი უკვე ლოკალურად კარანტინშია

სოფელი სავანეთი უკვე ლოკალურად კარანტინშია, ახლა შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ცენტრში რეჟიმის გამკაცრების თაობაზე,-ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“სოფელი სავანეთი სრულად ჩაიკეტა. ახალ დეტალებს ეპიდემიოლოგებთნ გავდივართ. უკვე გამკაცრებულია თვითიზოლაცია მთელი ქალაქის მასშტაბით, მაგრამ დამატებით რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მოგვიანებით მოგაწვდით. ბოლნისი ისედაც საკარანტინე სივრცეა. იქ არის ერთი ძალიან დიდი ტერიტორია, ორი თემითა და რამდენიმე სოფლით. სოფელი სავანეთი უკვე ლოკალურად კარანტინშია, ახლა შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ცენტრში რეჟიმის გამკაცრების თაობაზე“,-განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელი არ არის.

„როგორც ვიცი, თვითმართველობის თანამშრომელი ინფიცირებული არ არის. არიან ოჯახებიდან მეუღლე, შვილები და ასე შემდეგ“,- განმარტა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამი სამედიცინო პერსონალის თანამშრომელია.