საბერძნეთში, აღდგომას მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ

საბერძნეთში აღდგომას მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ. „ასოიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ეს ქვეყანაში მიღებული უპრეცენდენტო ზომაა.

ამასთან საბერძნეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დღესასწაულზე ეკლესიებში არ წავიდნენ და არ შეიკრიბონ.

ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელის, სტავროს ბალსაკასის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ხალხი კანონს დაემორჩილება.

„ყველგან პოლიციელს ვერ დავაყენებთ. თუ ვნახავთ სადმე შეკრებილებს, დავაჯარიმებთ. ჩვენ ეკლესიებთან ვიქნებით და იმედი გვაქვს, იქ ხალხი არ მივა“,-აღნიშნა ბალსასკასმა.

ცნობისთვის, მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. მთელმა რიგმა სასულიერო ლიდერებმა მრევლს მოუწოდეს, ამ დღეებში ეკლესიებში მისვლისგან თავი შეიკავონ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ