ზუგდიდის მერიამ სააღდგომოდ 550 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სააღდგომოდ 550 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, სასურსათო კალათა მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს და მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს გადაეცათ.

„პროდუქტების გადაცემის პროცესს მონიტორინგს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია უწევენ. სასურსათო კალათა ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს. ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები და მოხალისეები სახლებში მიუტანენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა