რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელებს სააღდგომოდ, სასურსათო ნობათი გადასცეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბექა ოშხერელმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა, მხარეში მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელებს სააღდგომოდ, სასურსათო ნობათი გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ფედერაციის წარმომადგენლები ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. დღეს კი, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეხვდებიან ვეტერანებს და სასურსათო ამანათებს გადასცემენ.

























