ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ.

„საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს მე-13 საბავშვო ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ. პროდუქტებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელი მიიღებს. საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ უზრუნველყოფს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა