ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, მის სამი წლის შვილს გამოკვლევები უტარდება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტია მოთავსებული. ახალგაზრდა ქალი ე.წ. ფარცხანაყანევის კლასტერს მიეკუთვნება. ასევე იკვლევენ პაციენტის სამი წლის შვილს, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 25 პაციენტია, მათგან 23 ე.წ. ოჯახურ კლასტერს მიეკუთვნება.
ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, რომ საშუალო სიმძიმის მხოლოდ რვა პაციენტია, სხვა პაციენტების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში თავისუფალი მხოლოდ შვიდი პალატაა, რის შემდეგაც პაციენტებს სხვა კლინიკები მიიღებენ.

























