ბათუმის მერია ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ყველა სასაფლაოს ათი დღით დაკეტვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასაფლაოებთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდის თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს'' ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუნიციპალური სასაფლაო დღეიდან ათი დღით დაიკეტა. სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. პროცესში ასევე ჩაერთვება ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაც. მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები.

























