ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული მოსახლეობის მხარდაჭერა გრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მერიიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათი კიდევ 100 ოჯახს გადაეცა.

„თითოეული ოჯახისათვის 100 ლარის ღირებულების პროდუქტი „კრისტალ ჯგუფის“ დამფუძნებელმა ვლადიმერ სტეფანიანმა შეიძინა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს გადასცა. სურსათი ბენეფიციარებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ, უშუალოდ ბინაზე მიეწოდათ“,- ნათქვამია ინფორმაციში.