რუსთავის მერიამ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახებს ნობათი გადასცა

რუსთავის მერიამ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახებს ტრადიციული სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სასაჩუქრე კალათა სოციალურად დაუცველმა და მრავალშვილიანმა დედებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა ოჯახებმა, ვეტერანებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრების და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებმა, მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონში’’ მცხოვრებმა ხანდაზმულებმა და ქალაქში არსებული უფასო სასადილოებით მოსარგებლე პირებმა მიიღეს.
მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, სააღდგომო ნობათით, სულ 2 536 ბენეფიციარი დასაჩუქრდა.

























