რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩანქსელიანების ოჯახმა ლენტეხის ყველა ოჯახს დახმარება გაუწია

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩანქსელიანების ოჯახმა ლენტეხის ყველა ოჯახს დახმარება გაუწია

ჩანქსელიანების ოჯახმა, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, წინასააღდგომოდ ლენტეხში მცხოვრები ყველა ოჯახი პირველადი საჭიროების საკვებით მოამარაგა. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის პროდუქტის გადაცემაში მონაწილეობას მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ნერუ ჩანქსელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებდნენ.

„დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს ერთმანეთის მხარდაჭერა და გვერდში დგომა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩანქსელიანების ოჯახს კეთილი საქმისთვის. დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ჩვენს მოსახლეობას ყურადღება და მხარდაჭერა. სამაგალითო და მისაბაძია თვენი გულისხმიერება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას", - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატამა გოჩა ენუქიძემ.