ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 92 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 92 პირს არ დაუდასტურდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ეხებოდა.
ამასთან, ბათუმში კლინიკა "მედალფა" კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პირმა დატოვა.
ამ ეტაპზე კლინიკაში 38 ინფიცირებული რჩება.

























