„მედალფას“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილის გადასვენება პროტოკოლის მიხედვით მოხდა

„მედალფას“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილის გადასვენება პროტოკოლის მიხედვით მოხდა

ბათუმში, „მედალფას“ კლინიკური დირექტორის ალექსი გოხელაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა, ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

„ქალბატონს ჰქონდა გულის ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა, მრავლობითი აბსცესი პოსტ -ინექციური და ეს იყო ძირითადად ამის ყველაფრის გამომწვევი“, - განაცხადა ალექსი გოხელაშვილმა.

მისივე თქმით, ქალის გადასვენება მოხდა იმ პროტოკოლით, რომელიც არის გაწერილი მთავრობის დადგენილებით.