ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთ პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალგაზრდა მამაკაცი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე კვირის წინ მოათავსეს. მას განმეორებითი ანალიზი აუღეს და პასუხი უარყოფითია, პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მეორე შემთხვევაა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი იმყოფება, მათი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. უახლოეს დღეებში განმეორებითი ანალიზი კიდევ ერთ პაციენტს ჩაუტარდება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მასაც კლინიკიდან გაწერენ.

























