ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სააღდგომო ნობათი გადასცა

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სააღდგომო ნობათი გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი აღნიშნულ ოჯახებს პირადად ესტუმრა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
დეპუტატი, ასევე, ამ ოჯახების სოციალურ პრობლემებს გაეცნო და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. ამასთან, დიმიტრი მხეიძემ მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვები გააცნო და რეკომენაციების დაცვისკენ მოუწოდა

























