ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთში სასაფლაოები დაკეტილია და დარღვევის მცდელობები არც გუშინ იყო და არც დღეს არის

კახეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ერთეული შეთხვევები ფიქსირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, რეგიონში ვითარება მშვიდია და მოსახლეობის დიდი ნაწილი იცავს იმ წესებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედებისას არის შემოღებული.

„მშვიდი ვითარებაა რეგიონში. გამოცხადებული ღონისძიებები რაც არის კარანტინის დაცვასთან დაკავშირებით მოსახლეობა იცავს. ზოგადად ჯარიმები იწერება, რა თქმა უნდა და სამწუხაროდ, ვიღაცები მაინც არღვევენ „კომენდანტის საათის“ ან გადაადგილების წესებს, თუმცა ამის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მშვიდი ვითარებაა და ეს ერთეული შემთხვევებია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გუბერნატორის განმარტებით, რეგიონში ყველა სასაფლაო დაკეტილია და პოლიციასთან ერთად ადგილებზე წესრიგის დაცვას მერიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. „სასაფლაოები დაკეტილია და არც დარღვევის მცდელობები იყო, არც გუშინ და არც დღეს. ტერიტორიას, როგორც პოლიცია ისე ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები აკონტროლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: კახეთში სასაფლაოები დაკეტილია და დარღვევის მცდელობები არც გუშინ იყო და არც დღეს არის - გუბერნატორი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა