ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათ კლინიკა დღეს დატოვეს. პაციენტებს covid19-ზე კვლევა ორჯერ ჩაუტარდათ და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. გამოჯანმრთელებულებს შორის ერთი არასრწულწლოვანია.

ერთი მამაკაცი, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს, სავარაუდოდ, კლინიკიდან ხვალ გაეწერება. კლინიკაში მისი განმეორებითი კვლევის პასუხს ელოდებიან.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობას განაგრძობს.