გუბერნატორი - მარტყოფის მონასტერში სასულიერო პირები პრევენციისთვის არიან თვითიზოლაციაში და რაიმე სიმპტომი არ დასტურდება - თუ საჭიროება იქნება, ზომებიც და კონტროლიც გამკაცრდება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარტყოფის მონასტერში სასულიერო პირები თვითიზოლაციაში რჩებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ისინი პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში. ჩემი ინფორმაციით, რაიმე სიმპტომი არ დასტურდება. თუკი რაიმე იქნება საჭიროება, ბუნებრივია იქ გამკაცრდება ზომებიც და კონტროლიც", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ „ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ მარტყოფის მამათა მონასტერში 6 სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

























