მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით - გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, ხვალ გაირკვევა

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ანუ 22 აპრილამდე, ოთხშაბათამდე და შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის.

გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება. მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა