თავდაცვის სამინისტრო, 8 ჯარისკაცის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, არ ადასტურებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 8 სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ეს არის დეზინფორმაცია და სიცრუე",- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კარანტინში მყოფ 40 სამხედრო მოსამსახურიდან 8 ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა და ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის სამინისტრო 8 ჯარისკაცის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა