ალექსანდრე მოწერელია - სამეგრელოდან გუშინ გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ალექსანდრე მოწერელია - სამეგრელოდან გუშინ გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში სამეგრელოდან გუშინ გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 ადამიანი იმყოფება, ხოლო რეგიონში თვითიზოლაციას 174 პირი გადის. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 837 მოქალაქე.

„რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, სასიხარულოა ის, რომ ჩვენ ორი გამოჯანმრთელებული გვყავს, ზუგდიდის ინფექციურში ამჟამად არავინ გადის მკურნალობას. გვყავს ერთი ინფიცირებული, რომელიც ბათუმში მკურნალობს. რა თქმა უნდა, ეს არის სასიხარულო, თუმცა არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, ვინაიდან საფრთხე ჯერ კიდევ არ არის, არიდებული“, - განაცხა მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სასაფლაოების დახურვის შემდეგ, ტერიტორიაზე შესვლის კუთხით რაიმე სახის სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. გუშინ კი, რეგიონის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის 7 პირი დაჯარიმდა, მათ შორის ერთი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების წესის, მეორე კი საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესის დარღვევისთვის.

აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.