შიდა ქართლში კიდევ ერთი ე. წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

შიდა ქართლში კიდევ ერთი ე. წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

შიდა ქართლში კიდევ ერთი ე. წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე მოწყობილი ე. წ. ცხელების ცენტრი ერთდროულად 35 პაციენტის მიღებას და მართვას შეძლებს.

ე.წ. ცხელების ახალ ცენტრში არსებულ მდგომარეობას შიდა ქართლის გუბერნატორი გაეცნო. გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედი ცხელების ცენტრების რესურსი ამ ეტაპზე საკმარისია და შექმნილი ვითარების მართვა პრობლემების გარეშე ხდება.

,,ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონში კიდევ ერთი ე. წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა და ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული შეტყობინებების საფუძველზე უკვე პაციენტები მიიღო. ამ დროისთვის, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხელების 5 ზონაა მოწყობილი. თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო საშუალებით. ამ ეტაპზე, რეგიონში არსებული მდგომარეობის მართვისთვის არსებული სამედიცინო ცენტრების რესურსი საკმარისია“, - განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.