თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის უწყებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის უწყებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და დათხოვნაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში covid19-ით ინფიცირების სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ დადგინდა ინფიცირებულებთან კავშირში მყოფი ყველა კონტაქტი და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ სამხედროებს საფრთხე არ ემუქრება.

„ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება დეზინფორმაცია, შესაბამისად საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კოორდინირებულად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დროულად და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით მიეწოდება. ინფორმაციის გავრცელება ხდება კოორდინირებულად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა შემთხვევას. აქვე მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო მკაცრად იცავს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და კანონს, შესაბამისად, თავს იკავებს და არ ასახელებს კონკრეტული სამხედრო თუ სამოქალაქო პირის ვინაობას, რაც დემოკრატიული და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რამდენიმე კვირის წინ, კორონავირუსული ინფექციის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დადასტურდა. საუბარია, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და დათხოვნაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეზე. ამის შემდეგ, თავდაცვის უწყებაში, სხვა ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ორივე შემთხვევაში ინფიცირების სავარაუდო წყარო უცხოურ კლასტერს უკავშირდებოდა. აქვე განვმარტავთ, რომ დადგინდა მათთან კავშირში მყოფი ყველა კონტაქტი და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ სამხედროებს საფრთხე არ ემუქრებათ.

დამატებით მოგახსენებთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში სამინისტრო, თავდაცვისუნარიანობის მიზნებისა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებიდან გამომდინარე, პერსონალურ ინფორმაციას არ გაავრცელებს და სამომავლოდ შესაძლო შემთხვევების დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით გასცემს. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას”,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა