ხათუნა ბურკაძე - პოსტკორონავირუსულ პერიოდში ნატო-ს მიერ მიდგომების გადახედვამ შესაძლოა ალიანსის გაფართოების პროცესი დააჩქაროს

ნატო-ს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის და პანდემიის ფონზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, პროფესორს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, დღეს პანდემიის ფონზე დღეს უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის დამარცხება, მაგრამ ამ პროცესში სახელმწიფოებს სჭირდებათ როგორც ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოვლენა, ისე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა.

საქართველომ თხოვნით მიმართა ნატო-ს კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობის მისაღებად. როგორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის როლი COVID-19-თან ბრძოლის პროცესში?

- ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედებს „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი“ (EADRCC).

იგი წარმოადგენს საგანგებო სიტუაციებზე ალიანსის რეაგირების მთავარ სამოქალაქო ინსტრუმენტს. ის საგანგებო ვითარების დროს უზრუნველყოფს კოორდინაციას საჭიროებების მქონე ქვეყნებსა და დახმარების გამცემ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს მთავრობამ სწორედ აღნიშნულ საკოორდინაციო ცენტრს მიმართა დახმარებისთვის, რაც გულისხმობს კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობისა და სხვადასხვა სანიტარული ხელსაწყოების გამოყოფას.

ასევე, გაწერილია თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის საჭირო აღჭურვილობის სია, მათ შორის სამედიცინო ბანაკი, საველე ბანაკი, სამედიცინო პირბადე, ხელთათმანები, დამცავი ნიღაბი.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ალიანსი ინტენსიურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო ქსელის ფარგლებში, რომ მაქსიმალურად უახლეს პერიოდში საქართველომ მიიღოს დახმარება. აღნიშნულ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ალიანსი არ ასხვავებს ერთმანეთისგან წევრ და პარტნიორ ქვეყნებს.

ამასთანავე, ნატო-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტერიალებზე განიხილეს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ეხმარება მოკავშირეებს სამედიცინო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

ნატო-ს COVID-19-თან ბრძოლაში, სამხედრო და სამოქალაქო ძალისხმევის გაერთიანებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედროები კრიზისის გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მათ შორის - საველე ჰოსპიტლების მშენებლობის, პაციენტების გადაყვანის, საჯარო სივრცეების დეზინფექციის და საზღვრების უსაფრთხოების საკითხებში.

უშუალოდ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო მხარდაჭერის კოორდინაციაზე. მინისტრებმა განიხილეს კრიზისის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გავლენა ნატო-ს მიზნებსა და ოპერაციებზე.

ალიანსის სამხედროები ეხმარებიან სამოქალაქო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ასევე, აღსანიშნია შემდეგი ღონისძიებები - ჩეხეთმა, უნგრეთმა, ნიდერლანდების სამეფომ, ნორვეგიამ, სლოვენიამ, თურქეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამედიცინო და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს ჩრდილოეთ მაკედონიას.

ნატო დაეხმარა დანიას გაეგზავნა ხელოვნური სუნთქვის აპარატები იტალიაში, ხოლო გერმანიას - მიეწოდებინა აპარატები ესპანეთისათვის. თურქეთმა სამედიცინო აღჭურვილობა მიაწოდა მოკავშირეებსა და პარტნიორებს. ლუქსემბურგმა დამცავი მასალები გაუგზავნა ესპანეთს.

ალიანსმა მნიშვნელოვანი მარაგები გადასცა ბულგარეთს, ლიტვას, პოლონეთსა და რუმინეთს. ამერიკის სამხედრო ძალები განლაგებულნი ევროპაში ეხმარებიან მოკავშირეებს. ამდენად, ნატო-ს COVID-19-თან ბრძოლაში, სამხედრო და სამოქალაქო ძალისხმევის გაერთიანებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

- მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ონლაინ საგარეო მინისტერიალზე მთავარი თემა მაინც პანდემიასთან ბრძოლის საკითხები იყო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტის შეთავაზებას. თუმცა, საქართველოს უკვე აქვს ე.წ. „არსებითი პაკეტი“, რომელიც ქვეყანას 2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე მიანიჭეს.

რა განსხვავებაა აღნიშნულ ორ პაკეტს შორის და რამდენად შეუწყობს ხელს 2020 წლის აპრილში საგარეო მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება ახალი პაკეტის მიღების შესახებ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს?

- სწორად აღნიშნეთ, რომ 2014 წლის 4-5 სექტემბერს საქართველომ ალიანსისგან ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი მიიღო. მისი მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერება და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის ხელის შეწყობა.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) დაფუძნდა. ამასთანავე, ის მოიცავს სხვადასხვა ინიციატივას, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლასთან და უსაფრთხო კომუნიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, კიბერთავდაცვას, საჰაერო თავდაცვას, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და კრიზისის მენეჯმენტს.

მიუხედავად ამისა, საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის პრაქტიკული ინსტრუმენტები ცვლილებებს საჭიროებს, რათა ქვეყანას მეტი შესაძლებლობები ჰქონდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ შარშან საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროს დაიწყო საუბარი „არსებითი პაკეტის“ გადახედვის შესახებ.

შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის ნატო-ს საგარეო მინისტერიალზე საქართველოსთვის შეთავაზებული ახალი პაკეტი წარმოადგენს მოქმედი პაკეტის განახლებულ ინსტრუმენტს.

შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის ნატო-ს საგარეო მინისტერიალზე საქართველოსთვის შეთავაზებული ახალი პაკეტი წარმოადგენს მოქმედი პაკეტის განახლებულ ინსტრუმენტს

მეტიც, მინისტერიალის გამართვამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა - „პაკეტი, რომელსაც იმედი მაქვს, რომ მინისტრები ხვალ მხარს დაუჭერენ, იქნება თავისებური მოდერნიზება, დამატებითი ზომები იმ პაკეტის, რომელსაც, სხვა დახმარებასთან ერთად, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან ღებულობს. კერძოდ, საუბარია ნატო-ს წვრთნებსა და პროგრამებში მონაწილეობაზე.

ნატო-ს ონლაინ მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინისთვის ახალი პაკეტის შეთავაზებაზე იმსჯელეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ.

კერძოდ, ხსენებული ზომები გულისხმობენ შემდეგ ინიციატივებს: 1) საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვას შავ ზღვაზე დაგეგმილ ალიანსისა და წევრი ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში, 2) ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავებას, 3) საქართველოს ჩართვას შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში, 4) უკრაინის უფრო მეტად ჩართვას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში.

ნიშანდობლივია, რომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და მკაფიოდ მიანიშნებს მის როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს უკეთ გაუმკლავდეს ჰიბრიდულ და სხვა გამოწვევებს, არამედ ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს უკეთ გაუმკლავდეს ჰიბრიდულ და სხვა გამოწვევებს, არამედ ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას

ამასთანავე, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ახალი პაკეტი, მხარდაჭერილი ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ, გააძლიერებს ნატო-ს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ორივე ქვეყნის მიმართ. ცხადია, ყოველივე ეს ინტეგრაციის სხვა ინსტრუმენტებთან, საშუალებებთან ერთად უფრო ხელშესახებს გახდის ნატო-საქართველოს თანამშრომლობას.

- კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ამა წლის 7 აპრილს ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) 4 ხომალდი შემოვიდა. დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში კი შენაერთის მეხუთე ხომალდიც ჩაერთო.

როგორ შეაფასებდით აღნიშნული წვრთნების ჩატარების მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში?

- ნატო-სთვის შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რაც ალიანსის არაერთ განცხადებასა და ინიციატივაში აისახა. ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საბოლოოდ ფორმირება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია.

2020 წელს ეს საქართველოში შენაერთის პირველი ვიზიტია. 2019 წლის მანძილზე ალიანსის ხომალდები საქართველოს პორტებს ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში ესტუმრნენ.

წვრთნების მიზანი გახლდათ ნატო-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის საქართველოსადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია და ადასტურებს ალიანსის ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.

მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო- მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის საქართველოსადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია და ადასტურებს ალიანსის ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმდა საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. ერთობლივი წვრთნები კი მოიცავდა მხოლოდ ხომალდების მანევრებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.

ნატო-ს საზღვაო შენაერთის რეგულარული ვიზიტები ხელს შეუწყობენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას და გაზრდიან საქართველოს თავსებადობას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სტანდარტებთან.

ნატო-ს საზღვაო შენაერთის რეგულარული ვიზიტები ხელს შეუწყობენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას და გაზრდიან საქართველოს თავსებადობას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სტანდარტებთან

- ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, როგორც კოლექტიური თავდაცვის ეფექტიანი მექანიზმი, ორიენტირებულია ისეთ გამოწვევებზე, რომლებიც მომდინარეობენ როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფოებრივი აქტორებისგან, მათ შორის იგულისხმება ტერორიზმი, კიბერსაფრთხეები. შესაბამისად, კორონავირუსი, როგორც უხილავი მტერი წარმოადგენს თვისობრივად განსხვავებულ გამოწვევას ალიანსისთვის. როგორ ფიქრობთ, პოსტკორონავირუსულ პერიოდში ნატო გადააფასებს თავის მიდგომებს თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებით?

- ნატო-მ 71 წლიანი ისტორიის მანძილზე დაადასტურა, რომ ის ყველაზე ეფექტიანი რეგიონალური მექანიზმია მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნდა წევრი ქვეყნების კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად, მას მოუწია როგორც კოლექტიური თავდაცვის, ისე კოლექტიური უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, რითაც ორმაგი ფუნქცია შეიძინა.

წლების განმავლობაში ალიანსმა არაერთხელ განიცადა ტრანსფორმაცია და შეცვალა კოლექტიური თავდაცვის ისტორიული მიდგომაც, როდესაც კიბერსივრცე ოპერაციების განხორციელების დომეინად აღიარა. შესაბამისად, თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ორიენტირებულია როგორც საჰაერო, ისე საზღვაო, სახმელეთო და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე.

კოლექტიური თავდაცვის ისტორიული მიდგომაც, როდესაც კიბერსივრცე ოპერაციების განხორციელების დომეინად აღიარა. შესაბამისად, თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ორიენტირებულია როგორც საჰაერო, ისე საზღვაო, სახმელეთო და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე

დღევანდელი რეალობა კი ალიანსს კარნახობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ძალისხმევის გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა პანდემია, ის არ გულისხმობს მხოლოდ კრიზისს ჯანდაცვის სფეროში, მას თან ახლავს არაერთი გამოწვევა როგორც უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის, ისე ეკონომიკის კონტექსტში.

გლობალური კრიზისის მრავალგანზომილებიანი გამოწვევები კი მომავალში აუცილებლად განაპირობებენ ცვლილებების განხორციელებას როგორც რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ნატო-ს დონეზე, ისე უნივერსალური მექანიზმების ფარგლებშიც.

პოსტკორონავირუსულ პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დიდი ალბათობით გააძლიერებს გამოწვევების შეკავებისა და მათზე დროული რეაგირების მექანიზმებს, ასევე ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებში მედეგობის უზრუნველყოფას სხვადასხვა სფეროში - კომუნიკაციები, მმართველობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სხვა.

ამასთანავე, ალიანსი დაეხმარება როგორც წევრებს, ისე პარტნიორებს კრიზისის მართვის ინსტიტუციური ინსტრუმენტების განვითარებაში. თუმცა ნატო-ს მთავარი მისია დაიცვას თითქმის ერთი მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოება უცვლელი დარჩება.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პანდემიას შესაძლოა გეოპოლიტიკური ეფექტიც ჰქონდეს. თუმცა ის არ აისახება ნატო-საქართველოს თანამშროლობაზე, რაც ალიანსმა ონლაინ საგარეო მინისტერიალზე დაადასტურა საქართველოსთვის დამატებითი ღონისძიებების შეთავაზებით, რათა საქართველომ რეფორმების გზით მომავალში შეძლოს ალიანსის სრულფასოვანი წევრობა.

მეტიც, პოსტკორონავირუსულ პერიოდში ნატო-ს მიერ მიდგომების გადახედვამ შესაძლოა ალიანსის გაფართოების პროცესი დააჩქაროს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს