„დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის სამი წევრი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს უჭერს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ფრაქციაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ აზრი ორად გაიყო და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ფრაქციის სამი დეპუტატი დაუჭერს მხარს. როგორც მარიამ ჯაშმა საგანგებო სხდომაზე განაცხადა, თავად მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.

"ჩვენი ფრაქციის პრინციპული პოზიციაა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სრული შემადგენლობით უნდა წარმოედგინა არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნა, არამედ დეტალური გეგმა კრიზისული და პოსტ-კრიზისული მდგომარეობის სამართავად. ამის მიუხედავად, პირადად მე ვალდებული ვარ მხარი დავუჭირო ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელ გადაწყვეტილებას. რამდენადაც სოციალური დისტანცირება რჩება ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად. იძულებული ვარ მხარი დავუჭირო საგანგებო მდგომარეობას. ჩვენი ფრაქციის ფორმატში გაიყო პოზიციები. ფრაქციის სამი წევრი, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და მე მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. ხოლო ლევან კობერიძე და გედი ფოფხაძე თავს იკავებენ და უარს აცხადებენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მოთხოვნაზე“,-აცხადებს ჯაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა