საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საზღვარგარეთ გარდაცვლილი მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებს განმარტავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, არსებობს ქვეყნები, რომლებსაც ძალიან მკაცრი რეგულაცია აქვთ, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრის ტრანსპორტირება არ შეიძლება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, ხშირ შემთხვევაში, ოჯახებთან მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს გარდაცვლილ მოქალაქეთა ცხედრებს "ინახავენ შესაბამის ადგილას, იმ პერიოდამდე, ვიდრე შესაძლებელი გახდება გადმოსვენება“.

„სამწუხაროდ, გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც უცხოეთში ყოფნისას ახალი კორონავირუსით ან სხვა დაავადებიდან გამომდინარე დაიღუპნენ. საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, სხვადასხვა ქვეყანაში, სამწუხაროდ, სიმსივნით იმყოფებოდა და მკურნალობდა, ან სხვადასხვა დაავადებებით იმყოფებოდა და მკურნალობდა. არსებობს შემთხვევები, როდესაც ამ დაავადებებიდან გამომდინარე გარდაიცვალნენ ან ვირუსით.

რაც შეეხება გადმოსვენებას, ჩვენ ეს პროცედურა არ გაგვიჩერებია. ყოველთვის ჩართულები ვიყავით და საქართველოს მოქალაქეებს ვეხმარებოდით სამშობლოში გადმოსვენების საკითხში და შესაბამისად, ამ პროცესში ახლაც ვართ ჩართულები. ის ქვეყნები, რომლებსაც ძალიან მკაცრი რეგულაცია აქვთ, რომ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ტრანსპორტირება არ შეიძლება, ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოჯახებთან მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მათ ვინახავთ შესაბამის ადგილას, იმ პერიოდისთვის, როდესაც შესაძლებელი გახდება ამ ადამიანების გადმოსვენება. ხოლო, არის შემთხვევები, როდესაც ოჯახები თვითონ თანხმდებიან კრემაციას, ხდება ასეთი ადამიანების კრემაცია და სამშობლოში შესაბამისი ფორმით გადმოსვენება. დანარჩენ ყველა გარდაცვლილის, რომელსაც ვირუსის გარდა სხვა დაავადებით არის დაღუპული ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, გადმოსვენებას ჩვეულებრივად ვახორციელებთ იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც ჯერჯერობით დარჩენილია, ეს იქნება სახმელეთო გზა თუ ა.შ. ჩვენ ძირითადად, თვითმფრინავებით გადმოვასვენებთ ამ ადამიანებს. რისი საშუალებაც გვაქვს იმას ვაკეთებთ. ძირითადად, ეს ხდება ხოლმე თურქეთის ავიახაზების მეშვეობით, იმიტომ, რომ ყველაზე გამართული ქსელია „კარგო“, ანუ ტვირთების გადაზიდვის ქსელი. მათი კომპანიის საშუალებით ხდება გადმოსვენება“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა