არჩილ ჯაფარიძე - ვირუსის გავრცელების შესაძლებლობათა ჯაჭვი გაწყვეტილია და ეს მოხერხდა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების დროული თანამშრომლობით

ლენტეხი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ დროულად და მიზანმიმათულად გატარდა პრევენციული ღონისძიებები, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ლენტეხის საკარანტინო ზონაში ყველა პიროვნება მოხსნილია თვითიზოლაციიდან.
„ლენტეხი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ დროულად და მიზანმიმართულად გატარდა პრევენციული ღონისძიებები. როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, ლენტეხში ამ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების შესაძლებლობათა ჯაჭვი გაწყვეტილია და ეს მოხერხდა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების დროული და ეფექტური თანამშრომლობით. ჩვენ ყველა გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით," - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ. ინფორმაციას ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

























